четверг, 7 августа 2014 г.

,,ისუნთქე 02"

      დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, როდესაც არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში სულ უფრო ისმის განცხადებები ეკოლოგიური პრობლენებით გამოწვეული საფრთხეებისა და მიღებული შდეგების შესახებ, განსაკუთრებით აქტუალურია გარემოსდაცვითი განათლება და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
     სწორედ ამიტომ, სოციალურ ქსელში ,,facebook" -  გამოცხადებული ბუნების დაცვასთან დაკავშირებული სასკოლო  პროექტის ,,ისუნთქე 02" გაცნობის შემდეგ  (  ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ:)      შევავსე სარეგისტრაციო ფორმა და პირველი კვირიდანვე აქტიურად ჩავერთეთ.
   პროექტი ხორციელდებოდა 4 მარტიდან და დასკვნითი, შემაჯამებელი დღე 22 აპრილი, დედამიწის დღე იყო.

პირველი კვირა, 3-7 მარტი, 2014

  მოსწავლეთა ნამუშევრები


მეორე კვირა
ერთი სული მაქვს, როდის მივალ სკოლაში....პატარებიც მოუთმენლად მელიან, ვუთხარი, რომ პროექტის ,,ისუნთქე 02" ფარგლებში სიურპრიზი ელით გაკვეთილზე (მათ ხომ ძალიან უყვართ ანიმაციური ფილმები)...

რა მოხდება დღეს ,მოგვიანებით შეგეხმიანებით... 

ესეც ჩვენი დაპირებული გაკვეთილი...^_^          მე-2 კვირის კლიპი
მართლა ძალიან გაიხარეს პატარებმა ანიმაციური ფილმის ნახვით (თუმცა ცოტა გავწვალდით , ჩვენების დროს ბუკებმა გაგვაწვალა :(  და პროექტორი გამოვიყენეთ) პერსონაჟებთან ერთად ხარობდნენ, ინერვიულეს, იყო ცრემლიც... რჩევებიც პერსონაჟებისთვის  და იმედი ,რომ მომდევნო კვირას კვლავ შეხვდებიან ახალ გმირებს ახალი ისტორიებით... 

პროექტის მესამე კვირა            მესამე კვირის კლიპი
საკმაოდ საინტერესო და პროდუქტიული გაკვეთილები გამოვიდა... უცელქესი მოსწავლეები მყავს (სახლში მშობლებს რომ ახარებენ ,,დედიკო, ყველა მანდატური მცნობსო :D) ,თქვენ წარმოიდგინეთ დღეს მეხვეწებოდნენ, არ დაგვასვენოთ, მუშაობას გავაგრძელებთო... ძალიან დაინტერესდნენ ქაღალდის წარმოების შესახებ ინფორმაციებით, ვიდეოფილმებით (ცოტა მეც მოვიძიე :))განსაკუთრებით მოეწონათ კომიქსებზე მუშაობა და ,,მწვანე ყუთი", მაკულატურის მოგროვების იდეა...  გადავწყვიტეთ ორგანიზება გავუკეთოთ მაკულატურის შეგროვებას ჩვენს სკოლაში და მისგან აღებული თანხით ნერგები ვიყიდოთ ჩვენი სკოლის ეზოს გასალამაზებლად...
მესამე კვირის მოსწავლეთა ნამუშევრები
,,მწვანე ყუთი"

ჩვენი მეოთხე კვირა.... 
დედამიწის გადასარჩენად ბუკიც ჩაერთო  
პროექტის მასალები მისი საშუალებით გავაცანი ბავშვებს, დავზოგეთ ქაღალდი....
რომ იცოდეთ, როგორ ინერვიულეს პატარებმა დედამიწის ავადმყოფობაზე, ყველას უნდოდა თავისი ემოცია ნახატის საშუალებით გადმოეცა. მინდა თქვენც გაგაცნოთ გაკვეთილის მსვლელობის სურათები და მოსწავლეთა ნამუშევრები
გაკვეთილის სურათები

მინდა გაგაცნოთ გორის N8 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებიც...
როგორც იცით ვარ მე-3 კლასის დამრიგებელი, თუმცა პარალელურად ვასწავლი მე-2 კლასში ქართულ ენას (განაყოფ ჯგუფში) 
მათაც ძალიან უნდოდათ დედამიწას დახმარებოდნენ, ბევრი ვიმსჯელეთ და საკუთარი მოსაზრებები ფურცელზეც გადაიტანეს...


მეხუთე კვირა....              ფოტოები
ჩემმა პატარებმა ახალი სიცოცხლე შესძინეს გადასაყრელად გამზადებულ ნივთებს , იხალისეს, თავისებურად გაალამაზეს ... 


მეექვსე კვირა საკმაოდ დატვირთული დღე იყო .....
ტიპპ დეგრსთან ერთად აფრიკაში ვიმოგზაურეთ, გავეცანით ბუშმენების ცხოვრების წესს ....  

რამდენი გვიმუშავია  ფოტოების ატვირთვას ვერ ავუდივარ 


ესეც ჩვენი ბოლო, მეშვიდე კვირის აქტივობა 
კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ დედამიწის პრობლემებზე, პატარებმა ხუთსტრიქონიანი ლექსებიც მიუძღვნეს, ბევრი იხალისეს და დედამიწის გამხიარულებაც მოინდომეს. ყველამ კეთილი სურვილები უსურვა მას და აი, ბედნიერი და იუბილარი დედამიწის პოსტერიც მზადაა ! 

    პროექტის დასკვნითი, შემაჯამებელი ღონისძიება 

კონფერენცია იყო, რომელიც 2014 წლის 7 ივნისს 

გაიმართა, სადაც მონაწილეებმა ერთმანეთს გავუზიარეთ

პრაქტიკული გამოცდილება.

   მიხარია, რომ კონფერენციაზე მომხსენებლად ვიყავი

მიწვეული, თემით ,,მესამე კლასში ჩატარებული 


გაკვეთილების ციკლი პროექტ ,,ისუნთქე  

02"ფარგლებში".


კონფერენციის მასალები:











        თითოეული კვირის გაკვეთილი იმდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო, გამიჭირდება გამოყოფა. სწორედ ამიტომ იყო ეს პროექტი ასეთი წარმატებული. 

  • *    პროექტის მსვლელობისას შეიქმნა უამრავი ნამუშევარი, რომელიც ძალიან ფასეულია როგორც ჩემთვის, ისე ჩემი პატარებისათვის.
  • *    ამ პროექტმა იმხელა მარცვალი ჩადო ჩემი პატარა მოსწავლეების გულში, იმხელა მოლოდინი აქვთ მისი გაგრძელების, რომ უფლება არ გვაქვს მისი დასრულების.
  • *    ბავშვებმა გადაწყვიტეს მთელი ზაფხულის განმავლობაში დაასუფთავონ საკუთარი საცხოვრებელი ადგილების გარშემო ტერიტორიები , მაგალითი მისცენ მაცხოვრებლებს, შეაგროვონ მაკულატურა , შეიძინონ ნერგები, დარგონ და გაალამაზონ სკოლის ეზო.
  • *    პროექტის მსვლელობისას განხორციელებული აქტივობებით მოსწავლეებში ეკოცნობიერება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა ბევრად ამაღლდა, 
  •      უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და სახალისო გახდა გაკვეთილები, ბავშვებს უშუალო, სწორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ სამყაროს გლობალური პრობლემების მიმართ. მოტივაცია და ჩართულობის ხარისხი მაღალი იყო.

*       მე ვფიქრობ, ჩატარებული აქტივობები მასწავლებლებს დაეხმარება უკეთ გააცნობიერონ  ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების   დოკუმენტის მეორე პუნქტი, რომლის სახელწოდებაც არის ,,ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა“. ამ პუნქტში აღნიშნულია, რომ მოზარდმა უნდა იცოდეს, რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო.
           დიდი მადლობას ვუხდი პროექტის ავტორებს და სულისჩამდგმელებს:  თათა ჭანტურიას, მაიკო ლორთქიფანიძეს, მაკა მახარობლიძეს, ბარბარე ქისტაურს, ანა ბედენაშვილს, პაატა პაპავას.   

ჩემი პრეზენტაცია

0 коммент.:

Отправить комментарий